2. პროექტის მოკლე აღწერა: ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა იმ ადგილის შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ
3. პროექტის სრული აღწერა:მოზარდებში (14–17წ) ინფორმაციისა და შესაბამისად ცოდნის დონის გაზრდა ანასეულის წარმოშობის, მისი როგორც მეცნიერული ცენტრის შესახებ.იგივე მოზარდების დახმარებით, რომლებიც ოზურგეთის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და შექმნილი აქვთ სამოქალაქო განათლების სადისკუსიო კლუბი– ინტერვიუების, კვლევებისა და სხვა აქტივობების დახმარებით შეისწავლიან ზემოთ აღწერილ საკითხებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყოფს იმ "ჩატეხილი ხიდის" გამთელებას, რაც დღესდღეობით შეიმჩნევა ძველ და ახალ თაობას შორის.შეისწავლიან თავიანთი ოჯახების ისტორიას და მათ წვლილს ანასეულის ისტორიის შექმნაში.
4.მონაწილეთა ასაკი: 14–17 წელი , ანუ სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთან და თემის მოსახლეობასთან ერთად.
5. ვადები: სამი თვე ( თებერვალი, მარტი, აპრილი)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერვიუ ანასეულში მცხოვრებ უხუცეს ადამიანებთან,
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მასალების შესწავლა. ინტერვიუ ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან და დირექციასთან, ფოტო მასალის მომზადება სტენდისა და ალბომისათვის " ანასეული გუშინ, დღეს და..." , ბუკლეტის შექმნა, მომზადებული პროექტის პრეზენტაციასკოლისა და თემის წარმომადგენლების წინაშე.
7. მოსალოდნელი შედეგი:შექმნილი ბლოგი, ბუკლეტი და საპრეზენტაციო მასალა დააინტერესებს ახალ თაობას, აქვე აღზრდილ სამეცნიერო საზოგადოებას ანასეულის თანამედროვე მდგომარეობით და ნოსტალგია თუარა, ეგებ კომერციული ინტერესის გამო მაინც გამოიჩენენ ინტერესს ამ ულამაზესი და უმშვენიერესი ადგილის მიმართ.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიცნობს ამ ულამაზეს ადგილს და დაინტერესდება მისით.
9. სამუშაო ენა : ქართული
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ისტორია,ისტ–ი, კულტურა, ქართული ენა.
11.პროექტის ფასილიტატორი: ლილი მენაბდე
12.ელექტრონული ფოსტა: lilimenabde20@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий